საახალწლო ზეიმი 2020.მე-3 ბ კლასი.
ახალი 2020 წლის შესახვედრად მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახი და ნაძვის ხე მათ მიერ დამზადებული საახალწლო სურათებითა და გირლანდებით. მოიძიეს და შეისწავლეს საახალწლო ლექსები.მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეისწავლეს საახალწლო სიმღერები.
ახალი წლის ღონისძიება საკლასო ოთახში ჩავატარეთ,მოსწავლეებმა არჩიეს, რომ ღონისძიებაზე სტუმრები არ მოეწვიათ და თავად ემხიარულათ. დავეთანხმე და დავრწმუნდი,რომ უფრო მეტად შეირგეს და ისიამოვნეს ამ დღით ვიდრე წინა წლებში ჩატარებულ საკლასო ზეიმებზე. არავითარი სტრესული და დაძაბულობის განცდები, პირიქით უფრო გახსნილები და თავისუფლები, ბედნიერები ცეკვავდნენ,მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ გამომეტყველებით. ეს დღე მათთვის ნამდვილად ზეიმი იყო.
No comments:
Post a Comment