ჩემი პირადი ბლოგი

კალიგრაფიის კონკურსი




ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კონკურსის
 ,,ქართული კალიგრაფია“
დებულება


              ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრა აცხადებს კონკურსსქართული კალიგრაფია“. კონკურსი ეძღვნება დედაენის დღეს -14 აპრილს .კონკურსის  მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის  პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების  კალიგრაფიული უნარის წარმოჩენა. კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას კალიგრაფიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, რისი მნიშვნელობის აქტუალურობაც გამოწვეულია კომპიუტერისა და ბეჭდვითი ტექნოლოგიების უპირატესობით  თანამედროვე ცხოვრებაში. კონკურსის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს და წაახალისოს რაც შეიძლება მეტი კონკურსანტი თითოეული კლასიდან.

კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში: 

1.         ედის საჯარო სკოლის  II,III ,IV კლასის  მოსწავლეები;

კონკურსის ჩატარების ფორმატი

      კონკურსი ტარდება ქედის საჯარო სკოლის  მასშტაბით და მოიცავს 2 ტურს
კონკურსის I ეტაპი - შესარჩევი ტური.
შესარჩევ ტურში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

           ლამაზად ნაწერი მხედრული ანბანით შესრულებული ქართული ენის პედაგოგის მიერ შერჩული ნებისმიერი ტექსტი 30-70 სიტყვის ოდენობით (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის);
 (ასლი ან ელექტრონული ვერსია არ მიიღება);

           I ტურში მასწავლებელი თითოეული კლასის მოსწავლეებს სთავაზობს თვითონ შეარჩიონ  და გამოიტანონ გადაწყვეტილება ღირსეული ნამუშევარის  ავტორის/ავტორების II ტურში წარსადგენად.
                                                   
კონკურის II ეტაპი - ფინალური ტური
    ჩატარდება ქედის საჯარო სკოლაში შერჩეული  კომისიის წევრების ზედამხედველობით გაკვეთილების შემდეგ სამუშაო დღეებში .კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს ევალებათ:
1. კომისიის წევრების მიერ შერჩეული ნაბეჭდი ტექსტის გადაწერა 30-70 სიტყვის ოდენობით.
2. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა.
3.ფინალური კონკურსის დრო-1 საგაკვეთილო საათის შესაბამისად აღემატება  45 წუთს.
4.კონკურსის შედეგებს გამოავლენს შერჩეული კომისია კონკურსის ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 სასწავლო დღისა.
5.გამარჯვებულ ხელნაწერთა ასლების კოპირება და გამოფენა მოხდება კონკურსის ჩატარებიდან  არაუგვიანეს 7 სასწავლო დღისა.
         










გამარჯვებულების გამოვლენა

           მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს  ჟიური;
           კონკურსის ბოლოს I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან  3 საკონკურსო ჯგუფში.  II-კლასი, III-კლასი,   IV-კლასი
           ჯილდოს წარმოადგენს ქედის საჯარო სკოლის დირექციის მიერ გაცემული I,II,III ხარისხის სერტიფიკატები:

           კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშები გამოიფინება და შემდეგში შეინახება კათედრის პორტფოლიოში;


4.         დაჯილდოვება

              დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული და გამარჯვებული კონკურსანტები საკონკურსო ჯგუფების მიხედვით.



2017 წლის კონკურსის ჩატარების ვადები

           კონკურსის გამოცხადების თარიღი -  2017 წლის  10 აპრილი.
          

           I ტური - 2017 წლის 12-13 აპრილი ;
           I ტურის შედეგების გამოცხადებაარაუგვიანეს 2017 წლის 20 აპრილისა;
           IIტური - 2017 წლის 25-27 აპრილი;
           II ტურის შედეგების გამოცხადებაარაუგვიანეს 2017 წლის 29 აპრილისა;
           გამარჯვებულთა დაჯილდოვება და გამოფენის გახსნა - 2017 წლის 30 აპრილი;

                                                              საკონკურსო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა

უმეტესად
საშუალოდ
ნაკლებად
ხელნაწერი არის ლამაზი და გამართული ასოებით  შესრულებული,სასიამოვ-ნოდ აღქმადი ანუ დედნისებური.


3 ქულა


2ქულა


1 ქულა
ხელნაწერში არ არის დაშვებული ორთოგრა-ფიული შეცდომები,
(აკლია ან ზედმეტია ასო-ბგერები, გადახაზულია არასწორი სიტყვა ან ასო-ბგერა.დაცულია აბზაცები და სტრიქონები (ლექსში))


3 ქულა


                 2 ქულა


1 ქულა
ხელნაწერში არ არის დაშვებული
პუნქტუაციური შეცდომები


3 ქულა


2 ქულა


1 ქულა
ხელნაწერის ფურცელი არის სუფთა
გამოიყურება ესტეთიურად
1 ქულა
1 ქულა
1 ქულა









2 comments:

  1. ძალიან საინტერესო კონკურსია.მოსწავლეები მაღალ კლასებში აღარ აქცევენ ყურადღებას კალიგრაფიული კულტურის დაცვას. ვფიქრობ , მაღალ კლასებშიც უნდა ხშირად ტარდებოდეს მსგავსი კონკურსები .

    ReplyDelete
  2. გეთანხმებით,მაღალ კლასებშიც სჭირდებათ მოტივაცია.რაც არ უნდა იყოს, ჩვენი დამწერლობისადმი პატივისცემა მაინც იქნება.

    ReplyDelete