ჩემი პირადი ბლოგი

პირველი დღე სკოლაში

                             

                              პირველი დღე სკოლაში

                                                             პირველი დღე სკოლაში
     პირველკლასელთათვის,რომლებიც ყოველთვის ღელვითა და ნერვიულობით ხვდებიან პირველ დღეს სკოლაში,პირველ მასწავლებელს,პირველ გაკვეთილს, ახალ მეგობრებსა და გარემოს , ძალიან მნიშვნელოვანია,თუ როგორი აქტივობები იქნება დაგეგმილი მასწავლებლის მიერ.  ძალიან მინდოდა ,გამეხალისებინა ეს მნიშვნელოვანი დღე მათთვის.ბევრი ვეძიე ინტერნეტში,მაგრამ  ამ მიმართულებით თითქმის ვერაფერი ვიპოვე.  მაგრამ კოლეგების რჩევებზე დაყრდნობით მოვიფიქრე და უფრო გავამრავალფეროვანე  პირველი შეხვედრის აქტივობა.შედეგით კმაყოფილი დავრჩი.ახალბედა მოსწავლეებიც ხალისით ამყვნენ და საბოლოოდ თითქოს ერთ მეგობრულ კლასად შევიკარით. მაგრამ არ ველოდი აქტივობის დასრულების ბოლოს მოსწავლეების კომენტარებს ,,მე მომეწონა სკოლა", ,,კარგი ყოფილა სკოლა", ,,მეც მომეწონა" და ა.შ.
  საჭიროდ ჩავთვალე ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო და ამავე დროს სხვებისგანაც სიამოვნებით მივიღებდი ახალ  ან კარგად გამოცდილ მეთოდებს..

       წინასწარ გავამზადე და მერხებზე დავაკარი მოსწავლეთა სახელები და გვარები,რამაც გამიადვილა მოსწავლეებთან ურთიერთობა.  ასევე წინასწარ საზეიმოდ მოვრთე კლასი.  დაფაზე და დაფის ირგვლივ განვათავსე ცხრამეტი მერცხალი, რომელთაც თითქოს ნისკარტებით  მოჰქონდათ სხვადასხვა ფერის პატარა ბარათები.ბარათებში  ჩავდე ყვავილის ფორმებზე დამაგრებული მოსწავლეთა ფოტოები სახელ-გვარების წარწერებით.  დაფის შუაში  დიდი ფორმატის ფურცელზე  დავხატე   შიშველი ხე.
      პირველი ზარის შემდეგ მშობლებს ,რომლებსაც სურდათ მათი შვილების  პირველი გაკვეთილის დამსწრენი ყოფილიყვნენ,ვთხოვე მერხების უკან დაეჭირათ ადგილები.პირველკლასელებსაც  დიდათ ეგულებოდათ მათი მშობლების იქ ყოფნა.
       აქტივობა 1. მისალმება,მილოცვა და სახელგვარების გამოკითხვა.
       აქტივობა 2.ლექსების გამოკითხვა და შექება.
        აქტივობა 3. მოსწავლეებს ვეკითხები წელიწადის დროებს.--
               --ახლა რა დროა ? (შემოდგომა)
                --რას ხედავთ დაფაზე? (მერცხლებს , ბარათებს ,შიშველ ხეს)
                -- როგორ ფიქრობთ ,რა არის ბარათებში.(მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს).
                 --როგორი ხეა დახატული დაფაზე?(შიშველი,მოწყენილი,უფოთლო).
                 --მერცხლები ხომ შემოდგომაზე მიფრინავენ,მაგრამ ჩვენზე ფიქრობენ.რაღაც მოგვიტანეს.მოდით,ვნახოთ, რა არის!(  ვხსნი ერთ-ერთ ბარათს ,ვიღებ ფოტოიან ყვავილს და ვკითხულობ მოსწავლის სახელ-გვარს. დასახელებული მოსწავლე მშობლის ან ჩემი დახმარებით აწებებს ყვავილს ხეზე.შემდეგ იგივე მოსწავლე ირჩევს სასურველ მერცხალს,ვხსნით ბარათს ,გამოდის  ამოძახებული მოსწავლე ,ვისი ყვავილიც ამოვიდა.და ასე გრძელდება ბოლომდე.მოსწავლეები  ხალისით ელოდებიან თავიანთ ჯერს,როდის ამოვა და მიაკრავენ თავიანთ ფოტოებს ,,პირველი კლასის ხეზე".
   მოწავლეები აკეთებენ კომენტარებს -,,ჩვენი ხე აყვავდა'', ,,გალამაზდა'', ,,ეს ჩვენი ხეა".
   ---მერე ასე ჩუმად უნდა ვიყოთ? აბა , ტაშით ავღნიშნოთ ჩვენი ხის აყვავება.
მოსწავლეები და მშობლები უკრავენ ტაშს.  იქმნება პოზიტიური განწყობილება.ერთად ვიღებთ ფოტოებს   დაფასთან.
                                                                      I ბ კლასი

                                                        პირველკლასელი   ნინია აბაშიძე
                                                                     
                                                                        ჩვენი ხე აყვავდა

No comments:

Post a Comment