ჩემი პირადი ბლოგი

გაკვეთილის გეგმა ,,სოსოს ქუდი"




გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი:დალი თებიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი -  I ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 (სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა:   ,,სოსოს ქუდი’’.
გაკვეთილის მიზანი:
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ;

·         მოსწავლეები შეძლებენ მარტივი ტექსტის წაკითხვას მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით.
·         ტექსტის შინაარსის გაგებას და კითხვებზე პასუხის გაცემას.
·         ნაცნობი ლექსიკური ერთეულების მეშვეობით სავარჯიშოს შესრულებას.
·         გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს .
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის
 ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
მისაღწევი შედეგი

1

აქტივობა 1.
მისალმება,გაკვეთილის მიზნის გაცნობა;
-ჩვენ უკვე შევისწავლეთ ყველა ასო-ბგერა ,ამიტომაც უკვე შეგვიძლია კითხვა.მაგრამ ახლა უფრო მეტად  უნდა  ვივარჯიშოთ კითხვაში ,რათა შევძლოთ წიგნების,ზღაპრების, ლექსების  სწრაფი კითხვა. დღეს ჩვენ ერთად  ვივარჯიშებთ კითხვაში. გვექნება ჯგუფური მუშაობა.
ვაცნობ შეფასების რუბრიკას და მოსწავლეებს ვთავაზობ თვითონ აირჩიონ შეფასების სიმბოლოები.


ვერბალური  ახსნა

მთელ კლასთან

დიდ ფორმატებზე დაწერილი გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა
5
მოსწავლეები გაიგებენ გაკვეთილის მიზანს,შეფასების კრიტერიუმებს.



2
წინარე ცოდნის გააქტიურება:
აქტივობა 2.
-მოდით გავიხსენოთ  შესწავლილი მარცვლები.  რიგრიგობით გამოვკითხავ მოსწავლეებს მარტივი და რთული მარცვლების პლაკატზე ჩვენებით. აგრეთვე შეეცდებიან ,გაიხსენონ მოცემულ მარცვლებზე დაწყებული სიტყვები.
კითხვა-პასუხი
საკლასო,ინდივიდუალური
წინასწარ მომზადებული მარცვლების პლაკატები
3
მოსწავლეები ამოიკითხავენ მარცვლებს,
გაივარჯიშებენ კითხვაში.
გაუადვილდებათ ახალი მასალის წაკითხვა.

ახალ მასალაზე გადასვლა;
აქტივობა 3. გამოცანა
 მოსწავლეებს ვაჩვენებ დიდ ყუთს და ვუკითხავ გამოცანას , რომლის პასუხიც არის ყუთში.
,,გიფრთხილდებით სიცივეში,
არ აგტკივდეთ ვინმეს თავი,
ბებიას ჩემს მოსაქსოვად
არ დასჭირდა ბევრი ძაფი. (ქუდი)

 აქტივობა 4. ახალი მასალის წაკითხვა.
--- დიახ ,ჩვენი გაკვეთილიც ეხება ქუდს.
გადავშალოთ წიგნები და ვიპოვოთ გაკვეთილი ,,სოსოს ქუდი“.
-ჯერ ჩუმად გავეცნოთ ტექსტს.-მოსწავლეები ინდივიდუალურად ეცნობიან ტექსტს.
-მოდით ეხლა გაგრძელებით  წავიკითხოთ.მოსწავლეები გაგრძელებით კითხულობენ ტექსტს.

აქტივობა 5. კითხვებზე პასუხის გაცემა.
-რატომ დაიხურა პატარა სოსომ მამის ქუდი?
-რატომ გაეღიმა მეზობელს სოსოს დანახვაზე?
-რატომ გასძახა მეზობელმა,,-ქუდო ,სად მიგყავს ჩვენი სოსოო?“
შევხედოთ სურათს ,როგორ გამოიყურება სოსო?
--რას ნიშნავს ,,თავმომწონედ’’.
.თანდათანობით ვაძლევ სიტყვიერ წამახალისებელ კომენტარებს.

დემონსტრირება;  კითხვა -პასუხი.









ინდივიდუალური კითხვა,გაგრძელებით კითხვა








კითხვა -პასუხი
საკლასო,
ინტერაქციული









ინდივიდუალურად








საერთო საკლასო
ყუთი,ქუდი,
გამოცანა ქუდზე









სახელმძღვანელო









ილუსტრაცია სახელმძღვანელოში
2










7 წთ










3 წთ
აქტივობა მოსწავლეებში მოახდენს   გამოწვევას, ყურადრების მობილიზებას.გაახალისებს მათ.







მოსწავლეები წაიკითხავენ მარტივ ტექსტს. გაიგებენ შინაარსს.გაიწაფებიან კითხვაში





მოსწავლეები გამოავლენენ წაკითხული ტექსტის შესახებ ცოდნას.
შეისწავლიან ახალ სიტყვას.
3



აქტივობა 6.ჯგუფური მუშაობა.
     სოსოს ქუდის გარდა სხვა ტანსაცმელიც სჭირდება.  მაგრამ მან ჯერ კითხვა არ იცის.მოდით ჩვენ დავეხმაროთ სოსოს დაალაგოს  ტანსაცმელები და მათი სახელწოდებები სწორად. თქვენ  10 წუთში უნდა შეძლოთ ამ დავალების შესრულება.შემდეგ კი უნდა გამოვაკრათ ,რათა პატარა ბავშვებმა ადვილად შეძლონ მათი წაკითხვა.თითოეული ჯგუფი შეფასდება და გამოცხადდება გამარჯვებული.


სწავლა კეთებით
ჯგუფური
წინასწარ დამზადე-ბული გასაფერადე-ბელი სიტყვები და ნახატები.
ქვიშის საათი.დიდი ფორმატის ფურცლები.წებო.
10
განივითარებენ ჯგუფური მუშაობის უნარებს. შეძლებენ აზრის ურთიერთ გაზიარებას.
მოსწავლეები შეძლებენ სიტყვების ამოკითხვას ,მათი მნიშვნელობის გაგებას და შესაბამის ნახატთან დაკავშირებას.
5
აქტივობა 7.ნამუშევრების გამოფენა.
მოსწავლეები გამოფენენ ნამუშევრებს.ვაძლევ მათ შეფასებებს სიტყვიერი კომენტარის სახით.
პრეზენტაცია
ჯგუფური
მოსწავლეთა
ნამუშევრები,
მაგნიტური კოჭები.
3
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევრებს.
6



შეფასება
ჯგუფების პრეზენტაციის დროს  მოსწავლეთა ჩართულობით  ვავსებ შეფასების რუბრიკებს.ცხადდება გამარჯვებული ჯგუფები.
ვერბალური,
სიტყვიერი.სიმბო-ლოებით შეფასება.
ინტერაქციული
შეფასების რუბრიკები
2
მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს .











გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლეები ახერხებენ  მარტივი  ტექსტის წაკითხვას მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით.
·         მოსწავლეები ახერხებენ წაკითხული ტექსტის გაგება გააზრებას.
·         მოსწავლეები კითხულობენ სიტყვებს   და მათ  აკავშირებენ  შესაბამის  ნახატებთან.
·         მოსწავლეებმა განივითარეს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.








შეფასება:     განმავითარებელი , სიტყვიერი კომენტარი,შექება ,წახალისება.სიმბოლოები.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
    შეფასების კრიტერიუმები
კარგად    «
საშუალოდ J
სუსტად  L
მოსწავლე იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს,თანამშრომლობს სხვებთან,არ კამათობს,არ ხმაურობს.პატივს სცემს სხვის აზრს.



მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს



მოსწავლე ასრულებს ჯგუფურ  დავალებას







კითხვის შესწავლის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავების  შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
კარგად    «
საშუალოდ J
სუსტად  L
მოსწავლე  კითხულობს  მარტივ ტექსტს  მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით.



მოსწავლე წაკითხული ტექსტის გარშემო დასმულ შეკითხვებს სცემს პასუხებს.



მოსწავლე ახერხებს მთლიანი   სიტყვების  ამოკითხვას  და მას  ავაშირებს  ნახატებთან.




მოსწავლე აქტიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.





No comments:

Post a Comment