რეფლექსია ღონისძიებისადმი
,,ენა ბურჯია ერისა ‘’
2016 წლის აპრილის თვეში მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით
განახორციელეს პროექტი,, ენა ბურჯია ერისა’’.იმისათვის
რომ გამეგო, რა ცოდნას ფლობდნენ მოსწავლეები ამ საკითხის გარშემო, პროექტის დასაწყისში
შევადგინე ,, ვმვ’’ ცხრილი .აღმოჩნდა რომ მოსწავლეებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ მშობლიური ენის შესახებ,მაგრამ გაუჩნდათ არაერთი შეკითხვა
და ინტერესები. ,,ვმვ“ ცხრილის შედგენა ძალიან ეფექტური გამოდგა , იმისათვის რომ აღეძრა
მოსწავლეთა შორის ინტერესი და ცნობისმოყვარეობა.
ჩამოვწერე მათთვის საინტერესო საკითხები,
და ამის მიხედვით შევუდექი მათი ინტერესების გათვალისწინებით დავალებების განაწილებას.
მოსწავლეთა ენთუზიაზმმა და შესაძლებლობების გამოვლენამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. კლასი
შესაძლებლობების გათვალისწინებით დავყე ჯგუფებად და გავუნაწილე დავალებები. ჯგუფებად
დაყოფამ მოსწავლეებს განუვითარა ჯგუფური თანამშრომლობის უნარები .ისინი ერთმანეთს აზრს
უზიარებდნენ,მსჯელობდნენ , კამათობდნენ და ბოლოს თანხმდებოდნენ. პროექტის მსვლელობამ
გამოიწვია მშობელთა ჩართულობაც. მშობლების დახმარებით მოიძიეს მასალები ინტერნეტიდან
ი.გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ,აგრეთვე გოგებაშვილის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული
ფოტოები.მოიძიეს მათთვის საინტერესო მასალები ფარნავაზ მეფისა და მისი ღვაწლის შესახებ
ქართული მწიგნობრობის განვითარებაში. მოსწავლეებმა
აგრეთვე მოიძიეს დედაენაზე შექმნილი ლექსები, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები,ანდაზები
ანბანის მიხედვით ყველა თავასოზე , დააკვირდნენ
ახლობლებისა და თავიანთ მეტყველებას და ჩაინიშნეს ისინი, გაიგეს ბარბარიზმების რაობის
შესახებ .ყოველივე ამან ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,ცოდნის
გაღრმავებას. მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში
გამოიყენეს ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. შექმნეს და გააფორმეს ბარბარიზმების შესატყვისი ქართული სიტყვების შემცველი ბუკლეტები
,მოაწყვეს გამოფენა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამომსახველი ნახატებისა სწორი და არასწორი წარწერებით, შექმნეს კედლის გაზეთი,,
ენა ბურჟია ერისა“, სლაიდები: ,,იაკობ გოგებაშვილი და დედაენა“, ,,ვილაპარაკოთ ქართულად“.
სლაიდების შექმნიდან გამომდინარე მოსწავლეები დაეუფლენ ისტის გამოყენების უნარებს.
პროექტში ჩავრთე აგრეთვე მუსიკის მასწავლებელი ლელა დუმბაძე ,რომელმაც
მოსწავლეებს შეასწავლა სიმღერები დედაენაზე,რომელთა შესრულებითაც გავალამაზეთ პრეზენტაციის
დღე.
პროექტის დასასრულს შევავსეთ ბოლომდე ,,ვმვ“ ცხრილის
გრაფა ,,ვისწავლე“,სადაც თავი მოვუყარეთ შეძენილ ცოდნას. ,,ვმვ“ ცხრილის შევსებით მოსწავლეებმა
მობილიზება გაუკეთეს თავიანთ ცოდნას.
მოვაწყვეთ პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების სახით,
რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები,მშობლები და პედაგოგები. მოსწავლეებმა წაიკითხეს
ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები, წარმოადგინეს სლაიდშოუები, შეასრულეს სიმღერები,ნახატების
გამოფენიდან ჩამოხსნეს და ურნაში ჩაყარეს ბარბარიზმების შემცველი სიტყვები და დასასრულს
ღონისძიების დამსწრეებს გადასცეს მათ მიერ
დამზადებული ენის სიწმინდის დაცვის მიზნით შექმნილი ბუკლეტები. ყოველივე ამან უფრო ცნობადი
გახადა ბარბარიზმების საფრთხე და ჩვენი კლასის ფარგლებს გასცდა ქართული ენის
სიწმინდის დაცვის პროპაგანდა. ამასთანავე მოსწავლეებმა შეიძინეს საზოგადოების წინაშე
გამოსვლის უნარები,მოეხსნათ მათ მორიდებულობისა და შებოჭილობის კომპლექსი.
ღონისძიებით, პროექტით,
მოსწავლეთა ჩართულობითა და მიღწეული შედეგებით კმაყოფილი დავრჩი. მივაღწიე გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. მოსწავლეები პროექტის განმავლობაში და
მის შემდეგაც კი ცდილობდნენ მეტყველებაში არ გამოეყენებინათ ბარბარიზმები, ერთმანეთს უსწორებდნენ
შეცდომებს და გამართული ქართულით მეტყველებისაკენ
მოუწოდებდნენ.შედეგი გამოჩნდა წერითი დავალებების შესრულებისასაც,მათ მიერ შექმნილ
ტექსტებში იკლო ბარბარიზმების გამოყენებამ. გარდა ამისა ,მოსწავლეებმა აიმაღლეს ამ
მხრივ ცოდნის დონე და პატივისცემით განიმსჭვალეს მშობლიური ენის მიმართ ,შეიძინეს პროექტის
მიზნების მისაღწევად შესაბამისი უნარ-ჩვევები.
კოლეგებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს პროექტი
,მათაც გაუჩნდათ სურვილი ჩაეტარებინათ მსგავსი ღონისძიება. მიმაჩნია , რომ შეცდომა
დავუშვი, თავიდანვე რომ არ ჩავრთე ისინი პროექტში. მაგრამ ვფიქრობ , პირველ ეტაპზე
ვერ გავბედე ,წამომეწყო მისი გრანდიოზულ ფორმებში
განხორციელება. მაგრამ შევთანხმდით, პროექტისათვის უფრო ფართო ხასიათი მიგვეცა
სამომავლოდ და მასში ჩაგვერთო მაღალი კლასის მასწავლებლები და
მოსწავლეები. ვინაიდან პროექტებით სწავლება დაწყებით საფეხურზეც მნიშვნელოვანია და
კარგ შედეგს იძლევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, ჩემს პრაქტიკაში შევეცდები
არაერთხელ მივმართო მას.
ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი დალი თებიძე
No comments:
Post a Comment