გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:დალი თებიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი - I ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 (სსსმ მოსწავლე
არ არის)
გაკვეთილის თემა: ასო-ბგერები ,,ჯ’’ და ,,ტ’’.
გაკვეთილის მიზანი:
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა;
·
მოსწავლეები
შეძლებენ შესასწავლი ბგერების სიტყვებიდან
გამოყოფას და თავასოს დაფიქსირებას ;
·
მოსწავლეები
შეძლებენ ბგერებად დაშლილი სიტყვების გამთლიანებას.
·
ამოიკითხავენ სიტყვას და მას
დააკავშირებენ მის აღმნიშვნელ ნახატთან.
·
გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს .
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
მისაღწევი
შედეგი
|
1
|
აქტივობა 1.
მისალმება,გაკვეთილის
მიზნის გაცნობა;
-ჩვენ ვსწავლობთ კითხვასა და წერას ,ამისათვის ჩვენ თანდათანობით ვეცნობით
ასოებს.დღეს ჩვენ შევისწავლით ახალ ასოებს . გავიგებთ ,როგორ იწერება ეს ასოები.გვექნება
ჯგუფური მუშაობა.ვაცნობ შეფასების რუბრიკას და მოსწავლეებს ვთავაზობ თვითონ აირჩიონ
შეფასების სიმბოლოები.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა
|
3
|
მოსწავლეები გაიგებენ გაკვეთილის მიზანს,შეფასების კრიტერიუმებს.
|
2
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება:
აქტივობა 2.
კითხვა -პასუხი
-რამდენი ასო-ბგერაა ქართულ ენაში?
-რამდენია მათგან ხმოვანი?
-რამდენია თანხმოვანი?
-მოდით გავიხსენოთ შესწავლილი
ასოები. რიგრიგობით გამოვკითხავ მოსწავლეებს
ანბან-პლაკატზე ჩვენებით.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო,ინდივიდუალური
|
ანბანპლაკატი
|
3
|
მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ ასოებს.
|
|
ახალ მასალაზე
გადასვლა;
აქტივობა 3.
შესასწავლი ასოების
დაფიქსირება:
მოსწავლეებს ვუხსნი, რომ დღეს
უნდა შევისწავლოთ ახალი ასოები ,,ჯ’’და ,,ტ’’.კლასში ზოგი მოსწავლე უკვე იცნობს ყველა
ასოს. ამიტომაც ვეკითხები- ,ვინმე უკვე ხომ არ იცნობს ,რომელი
ასოა ,,ჯ“, რომელია ,,ტ“.
გამოდიან მოსწავლეები, მოძრავ ანბანში პოულობენ მათ და აჩვენებენ მთელ კლასს.
ამაგრებენ თვალსაჩინო ადგილას დაფაზე .
აქტივობა 4. ,,ჯ’’
და ,,ტ“-ზე დაწყებული სიტყვების დასახელება.
--მოდით, დავასახელოთ ,,ჯ’’
და ,,ტ“-ზე დაწყებული სიტყვები.მოსწავლეებს თანდათანობით ვაძლევ სიტყვიერ წამახალისებელ
კომენტარებს.
|
დემონსტრირება; კითხვა -პასუხი.
ლექსიკური სავარჯიშო
|
საკლასო,
ინტერაქციული
მთელი კლასი
|
მოძრავი ანბანი; ასობგერები
,,ჯ“,,ტ’’
იმ შემთხვევაში ,თუ მოსწავლეებს გაუჭირდებათ სიტყვების დასახელება
მასწავლებელი მინიშნებებით ეხმარება
|
2
3
|
მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ასოებს.
დაასახელებენ ,,ჯ’’ და ,,ტ“-ზე დაწყებულ სიტყვებს.
შეძლებენ შესასწავლი ბგერების მეტყველებიდან და მთლიანი სიტყვებიდან გამოყოფას
და დააფიქსირებენ თავასოს.
|
3
|
აქტივობა 5.ვარჯიშის
შესრულება;
მოსწავლეებს ვთხოვ, ადგნენ და
შეასრულონ ვარჯიში.
მოსწავლეები ჩემთან ერთად ასრულებენ მარტივ ფიზიკურ ვარჯიშს :ზემკლავი
,წინმკლავი,განმკლავი,ქვემკლავი.ამავდროულად
მოსწავლეებს ვუსახელებ ბგერებად დაშლილ სიტყვას,მაგალითად: ჯ,ა, მ,ი;
ჯ, ო ,ხ, ი; ტ,ა,ნ,კ,ი; ტ,ო,რ,ტ,ი; ჯ , ი,უ,ტ,ი. მოსწავლეები ასრულებენ,იმეორებებ
და ხალისით ამოიცნობენ და ამთლიანებენ სიტყვას.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ სხდებიან თავიანთ ადგილებზე.
|
სწავლა თამაშით
|
მთელი კლასი
|
|
3
|
მოსწავლეები შეძლებენ ზეპირად
გაამთლიანონ ბგერებად დაშლილი სიტყვები.
მოსწავლეებს მოეხსნებათ დაღლილობა,გაუაქტიურდებათ ყურადღება.
|
4
|
აქტივობა 6 .ჯგუფური
მუშაობა.
ჯგუფურ მუშაობაზე
გადასვლა.
მივმართავ მოსწავლეებს: -სანამ
გადავალთ ჯგუფურ მუშაობაზე, უნდა გაგაცნოთ
მითითება. ვაძლევს ინსტრუქციას. ვაცნობ ჯგუფური მუშაობის წესებს. ვცდილობ მოსწავლეების
ინიციატივები წავახალისო და ისინიც ჩავრთო წესების შემუშავებაში.
მოსწავლეები მერხებს ალაგებენ ჯგუფური მუშაობისათვის.
მოსწავლეებს ვურიგებ გასაფერადებელ ნახატებს და სიტყვებს, ჯგუფებში ცდილობენ გააფერადონ და ამოიკითხონ
სიტყვები ,შემდეგ წებოს საშუალებით ამაგრებენ
ნახატს შესაბამის სიტყვასთან.
|
სწავლა კეთებით
|
ჯგუფური
|
წინასწარ დამზადე-ბული გასაფერადე-ბელი სიტყვები და ნახატები.
ქვიშის საათი
|
8
|
განივითარებენ ჯგუფური მუშაობის უნარებს. დააფიქსირებენ ახალ შესწავლილ
ასოებს.ხალისით,გაფერადებით , დაიმახსოვრებენ ახალშესწავლილი ასოს მოხაზულობას. ამოიკითხავენ
სიტყვას და მას დაკაავშირებენ ნახატთან.
|
5
|
აქტივობა 7.ნამუშევრების გამოფენა.
მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით გამოაქვთ თავიანთი ნამუშევრები , T დიაგრამის მსგავად დაფაზე,, ჯ“ ასობგერის ქვეშ ათავსებენ ჯ-ზე დაწყებულ სიტყვებს.ხოლო ,,ტ’’-ს ქვეშ ტ-ზე დაწყებულ სიტყვებს.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
მოსწავლეთა
ნამუშევრები,
მაგნიტური კოჭები.
|
5
|
მოსწავლეები შეძლებენ სიტყვების დაჯგუფებას თავასოს მიხედვით,რაც ხელს
შეუწყობს ახალშესწავლილი ასოების დამახსოვრებას.
|
6
|
შეფასება
ჯგუფების პრეზენტაციის დროს მოსწავლეთა ჩართულობით ვავსებ შეფასების რუბრიკებს.ცხადდება გამარჯვებული
ჯგუფები.
|
ვერბალური,
სიტყვიერი.სიმბო-ლოებით შეფასება.
|
|
შეფასების რუბრიკები
|
6
|
მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს .
|
|
საშინაო დავალება
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
მოსწავლის ბუკში ახალი ასოების გაცნობა.
|
2 წთ
|
განიმტკიცებენ ახალი ასო-ბგერების შესახებ ცოდნას.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეებს შეუძლიათ შესწავლილი ბგერების სიტყვებიდან გამოყოფა და თავასოს დაფიქსირება , ასახელებენ ჯ და ტ ბგერებზე დაწყებულ სიტყვებს.
·
მოსწავლეები ამთლიანებენ ბგერებად დაშლილ სიტყვებს.
·
კითხულობენ სიტყვებს და მათ
აკავშირებენ შესაბამის ნახატებთან.
·
მოსწავლეებმა განივითარეს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
კარგად «
|
საშუალოდ J
|
სუსტად L
|
მოსწავლე იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს,თანამშრომლობს სხვებთან,არ კამათობს,არ
ხმაურობს.პატივს სცემს სხვის აზრს.
|
|
|
|
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს
|
|
|
|
მოსწავლე აქტიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
|
|
|
|
კითხვის შესწავლის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავების შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
კარგად «
|
საშუალოდ J
|
სუსტად L
|
მოსწავლე ასახელებს ახალ ასო-ბგერებზე
დაწყებულ სიტყვებს.
|
|
|
|
მოსწავლე ახდენს მოსმენილი დაშლილი
ბგერების გამთლიანებას და სიტყვის ამოცნობას.
|
|
|
|
მოსწავლე ახერხებს ბგერებისაგან სიტყვის
ამოკითხვას და მას ავაშირებს
ნახატთან.
|
|
|
|
No comments:
Post a Comment