გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: დალი
თებიძე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი:
|
კლასი: I ბ
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემა: ვასახელებთ
და გამოვსახავთ გეომეტრიულ ფიგურებს.
|
დრო: 35
წუთი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთ პროფილი: 19
სსსმ მოსწავლე არ არის.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე ყოფითი დანიშნულების
საგნებში და ილუსტრაციებში უშეცდომოდ ამოიცნობს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს , ცხრილების
შევსებით აღწერს მათი გვერდების რაოდენობებს
და ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად სწორად
უთავსებს ერთმანეთს ბრტყელი ფიგურების მოდელებს .
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
მათ. I.7. მოსწავლეს
შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა .
·
რომელიმე ხერხით (მაგ.აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით ) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს
ან გამსახულებას.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლებს შეუძლიათ ბრტყელი გეომეტრიული
ფიგურების ამოცნობა და დასახელება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება
და თვითშეფასება: განმავითარებელი
შეფასებისათვის გამოვიყენებ შეფასების რუბრიკებს;
ჩანიშვნებს,მეთოდს ,,ცერი მაღლა /დაბლა“
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
მასალა და რესურსები: დაფა ,ცარცი,მოსწავლის სახელმძღვანელო,მოსწავლის რვეული ,კალმები,ბრტყელი
გეომეტრიული ფიგურების ილუსტრაციები, ფერადი ფურცლები.
(ტექსტი,
თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსები და სხვა):
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა N1- სავარჯიშო ,,დააკავშირე
ხაზებით“. ინდივიდუალური. 7 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება.
მოსწავლეები
თაბახის ფურცლებზე მოცემულ სავარჯიშოზე კალმის საშუალებით, ხაზებით ,ფიგურის სახელწოდებას
უშეცდომოდ დააკავშირებენ შესაბამისი გეომეტრიული ფიგურის ნომერთან.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ
თაბახის ფურცლებზე მოცემულ სავარჯიშოს,ისინი კალმის საშუალებით, ხაზებით ,ფიგურის
სახელწოდებას დააკავშირებენ შესაბამისი გეომეტრიული
ფიგურის ნომერთან.
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით განვიხილავ შესრულებულ
დავალებას (მაგალითად ,ცერის ჩვენებით).
აქტივობა
N2 (,,ამოიცანი გეომეტრიული ფიგურები’’; ხანგრძლივობა 7 წთ, ინდივიდუალური ):
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეთა დაინტერესება შესასწავლი
საკითხით.
სლაიდშოუზე
მოსწავლეები შეძლებენ დააკვირდნენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გვერდების რაოდენობას
და ყოფითი დანიშნულების საგნების ილუსტრაციებში
სწორად გამოიცნონ გეომეტრიული ფიგურები.
აქტივობის აღწერა:
პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აღვუწერ გეომეტრიული ფიგურების გვერდების რაოდენობებს.შედეგად
მოსწავლეები გაიგებენ ცნებას ,,მრავალკუთხედი’’და
გამოარჩევენ მათ სხვა გეომეტრიული ფიგურებისაგან. შემდეგ ვუჩვენებ ყოფითი დანიშნულების
საგნების ილუსტრაციებს . მოსწავლეები ამოიცნობენ მათში გეომეტრიულ ფიგურებს.( სლაიდშოუ“)
აქტივობა
N3 . ,,აღწერე გეომეტრიული ფიგურა“; ხანგრძლივობა 5 წთ. ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები
თაბახის ფურცელზე მოცემულ ცხრილებს კალმების
გამოყენებით უშეცდომოდ შეავსებენ,მიუთითებენ
რა გეომეტრიული ფიგურების კუთხეების რაოდენობებს, ანუ შეძლებენ გეომეტრიული
ფიგურების უშეცდომოდ აღწერას.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეებს
ვურიგებ თაბახის ფურცელზე მოცემულ ცხრილს,მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ მას
.სავარჯიშო მოითხოვს,მოსწავლეებმა ჩამოთვლილ გეომეტრიულ ფიგურებს მიუწერონ მათი წვეროების აღმნიშვნელი რაოდენობები.
აქტივობის
შეფასების რუბრიკა
აქტივობა
N4 . ,,ნახატის შექმნა“; ხანგრძლივობა 10 წთ. ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები
წებოსა და მაკრატლის გამოყენებით დიდი ფორმატის ფურცელზე შეძლებენ ნიმუშის მიხედვით
სწორად შეუთავსონ ერთმანეთს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ნიმუშზე მოცემული ნახატის
მისაღებად.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, ფურიგებ ფერად ფურცლებზე გამოსაჭრელ
სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ნახაზებს ,ვაწვდი საჭირო რესურსებს,ვაჩვენებ აპლიიკაციის
მოდელს, რის მიხედვითაც უნდა ჯგუფში დაამზადონ მსგავსი აპლიკაცია.გეომეტრიული ფიგურების
გამოყენებით.
ჯგუფური
მუშაობის შეფასება. ხანგრძლივობა 5 წთ. ინტერაქციული.
|
No comments:
Post a Comment