გამომხატველობითი კითხვის წრის
სამუშაო
პროგრამა
საგანი
|
ქართული ენა
|
|
საფეხური
|
დაწყებითი
|
|
კლასი
|
III-IV კლასის მოსწავლეები
|
|
წრის მუშაობის
დაწყების დრო/საათი
|
2017-2018 სასწავლო წელი, ოთხშაბათი, 13 სთ ,
30 წთ.
|
|
ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
|
წრის ხელმძღვანელი
|
დალი თებიძე
|
|
მიზანი
|
წრის
მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შემოქმედებითი
უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც გამოიხატება მხატვრული ტექსტების გამომხატველობით
და შთაბეჭდავად წაკითხვაში საზოგადოების წინაშე წარდგომის დროს. დაწყებითი საფეხურიდანვე
მოსწავლეები აღნიშნულ წრეში ჩართულობით სემესტრის ბოლოსათვის შეძლებენ განივითარონ
პრეზენტაციის უნარები ,რადგან მათ მოუხდებათ გამოსვლა ღონისძიებებსა და ზეიმებში
მშობლებისა და პედაგოგების წინაშე,რაც თავისთავად დაეხმარება მათ დაძლიონ საზოგადოების
წინაშე გამოსვლის კომპლექსი. ამასთანავე მოსწავლეები შეძლებენ წიგნიერების კომპეტენციისა
და კითხვის უნარების
განმტკიცებას, რადგან მათ უშუალოდ ექნებათ შეხება წიგნებთან, ტექსტებთან, ბიბლიოთეკებთან, დაამზადებენ
კედლის გაზეთს, ,აფიშას’’ . გამომხატველობითი
კითხვის წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას,
რაც ნაკლებად არის შესაძლებელი საგაკვეთილო
პროცესის პროგრამის ფარგლებში. წაახალისებს და აამაღლებს მოტივაციის დონეს იმ მოსწავლეებში,
რომლებსაც მეტნაკლებად აქვთ მხატვრული კითხვის ნიჭი, მაგრამ არ აქვთ საკუთარი ძალების რწმენა და არ ეძლევათ თვითგამოხატვის საშუალება. რაც უფრო
ადრეულ ეტაპზე განუვითარდება მოსწავლეს გამომხატველობითი
კითხვის უნარები, მით უფრო შესაძლებელი იქნება
მათი გამყარება სამომავლოდ. წრის მუშაობის
მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს ურთიერთთანამშრომლობის
უნარები, ვინაიდან ისინი იმუშავებენ ჯგუფებად, სადაც ერთმანეთს გაუწევენ ურთიერთდახმარებას და აზრთაგაზიარებას. წრის მუშაობის
პერიოდში მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გამოიკვლევენ ახალი სიტყვებისა და ტერმინების მნიშვნელობებს,რომელთა
ცოდნაც მათ გამოადგებათ არამარტო სასკოლო
ცხოვრებაში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.
|
|
აქტუალურობა
|
დღესდღეობით მოსწავლეები
სამწუხაროდ ნაკლებად ინტერესდებიან წიგნთან მუშაობით,მათ უფრო საათობით იტაცებთ არაფრისმომცემი
კომპიუტერული თამაშები. არსებული პრობლემა დამაფიქრებელია როგორც მშობლებისათვის
და ფსიქოლოგებისთვის , ასევე პედაგოგებისათვის.წრეობრივ მუშაობაში ჩართვა კი ერთერთი
საშუალებაა ,უბიძგოს მოსწავლეებს წიგნიერებისაკენ,
რადგან იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართვას ბიბლიოთეკებში,
სხვადასხვა ღონისძიებებსა და ზეიმებში. ისინი მოიძიებენ სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებებს,
შეისწავლიან და შეიყვარებენ მათ. აგრეთვე
მოახდენენ მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა
ღონისძიებებში გამოსვლით,მისცემენ რა კარგ მაგალითს თანატოლებს.
|
|
მოსალოდნელი შედეგები:
(შესაბამისობა ესგ გათვალისწინებულ
შედეგებთან)
|
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების
მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის
გადმოცემა.
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს
კითხვის ტექნიკას. (ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს
პაუზას სასვენ ნიშნებთან; მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა
გამომსახველობით ხერხებს;)
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო
ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.(ხმამაღლა კითხულობს კლასის
წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს
ტექსტში ასახულ ემოციებს;იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით; მეტყველებს
გარკვევით და მკაფიოდ. )
ქარ. IV. 9. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის
უნარს.როლის
(მოლაპარაკე ცხოველების,
უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს,
მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის
თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);თანაკლასელების ჯგუფთან
ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს
.
|
გამომხატველობითი
კითხვის წრის სამუშაო გეგმა
განსახილველი
თემები
|
თარიღი
|
ხანგრძლივობა
|
რესურსები
|
უნარების
განვითარება
|
|
1
|
წრის
ჩამოყალიბება,
წრეში
გაერთიანებულ მოსწავლეთა სიების დადგება.წრის
მუშაობის გეგმის გაცნობა,წრის სახელწოდების შერჩევა.ჯგუფებად დაყოფა დავალებების
განაწილება
|
11.10
|
45
წთ
|
საკლასო
ოთახი,ფურცელი, კალამი,სია,ჟურნალი
|
თანამშრომლობა.
|
2
|
მასწავლებლის
ან მშობლის დახმარებით მასალების მოძიება
საოჯახო და ადგილობრივ ბიბლიოთეკებში, მასალების დახარისხება.
|
18.10
|
45
წთ
|
ბიბლიოთეკა,წიგნები,რვეული,კალამი
|
კვლევა-ძიება.წიგნიერების
კომპეტენციის უნარები
|
3
|
ვარჯიში
შერჩეული ტექსტების კითხვაში.
|
25.10
|
45
წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
შემოქმედებითი
უნარები,გამომხატველობითი კითხვის უნარები.
|
პაუზების,ინტონაციების
დაცვა.სხვადასხვა მოდალობის წინადადებების გამოთქმაზე ვარჯიში .
|
სისტემატიურად
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
|||
4
|
ვიდეო რესურსების მოსმენა,დაკვირვება
და ანალიზი;
წრის მოსწავლეთა სხვადასხვა
ღონისძიებებში ჩართვა
|
8.11
|
45
წთ
|
ვიდეორესურსები
,კომპიუტერი,დისკები.
|
დაკვირვების
უნარი
|
5
|
წრის
ღონისძიების დაგეგმვა და მისი განხორციელებისათვის მზადება,
|
25.11
|
45
წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
კითხვის
უნარების განვითარება
|
6
|
სხვადასხვა
ღონისძიებებში ჩართვა და წრეში მიღებული გამოცდილების გამოყენება
|
29.11
|
45
წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
პრეზენტაციის
უნარი
|
7
|
საპრეზენტაციო
ღონისძიებისათვის ჯგუფებში კედლის გაზეთისა და აფიშის დამზადება
|
6.12
|
45
წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,ფერადი
ფურცლები და ფანქრები.
|
ჯგუფური
მუშაობის,თანამშრომლობის,კითხვის უნარები
|
8
|
რეპეტიცია
პრეზენტაციისათვის
|
13.12
|
45
წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,
კალამი,დაფა,ცარცი,ფერადი
ფურცლები და ფანქრები.
|
გამომხატველობითი
კითხვის უნარები
|
9
|
გამომეტყველებითი
კითხვის წრის მოსწავლეების მიერ წრის მუშაობის საპრეზენტაციო ზეიმის მოწყობა.
|
20.12
|
45
წთ
|
კომპიუტერი,პროექტორი,საკლასო
ოთახი,ხმის გამაძლიერებელი
|
პრეზენტაციის
უნარები
|
10
|
რეფლექსია
მოსწავლეთა მიერ წრეში მუშაობის შედეგად მიღებული უნარების შესახებ
მშობლებთან
შეხვედრა
|
27.12
|
45
წთ
|
რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
ტესტები.
|
|
წრის
ხელმძღვანელი : დალი თებიძე
|
როგორ ფიქრობთ, გამომხატველობითი კითხვის წრის მუშაობას ,სხვა უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად ,შეუძლია თუ არა მოსწავლეთა წიგნიერების კომპეტენციის ამაღლება?
ReplyDeleteრა თქმაუნდა,შეუძლია. თუნდაც ერთი საათით რომ მოვწყვიტოთ ჩვენი შვილები კომპიუტერს და ჩავახედოთ წიგნებში,ესეც საქმეა.
ReplyDeleteჩემი აზრით ნებისმიერი საწრეო მუშაობა უწყობს ხელს მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებას
ReplyDelete