ჩემი პირადი ბლოგი

პროექტი ''სუფთა გარემო"


პროექტის სახელწოდება:   ,,სუფთა გარემო“
პროექტის ავტორი: დალი თებიძე
კლასი: მე-3  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:19 (1-სსსმ მოსწავლე)
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი .ამ ეტაპზე მოსწავლეებს პროგრამული მასალის გავლისას ნაწილობრივ აქვთ ცოდნა სუფთა გარემოს მნიშვნელობის შესახებ. მათ შეისწავლეს გაკვეთილი ,,სუფთა და დაბინძურებული გარემო’’ .ისინი მსჯელობენ, გულისტკივილით იხსენებენ გარემოს დაბინძურების ფაქტებსა და გამომწვევ მიზეზებს. მათ უჩნდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ  და თავიანთი წვლილი შეიტანონ  გარემოს დასუფთავების საკითხში.
   პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის აქტუალობა : სამწუხაროდ ყოველდღიურად ვხვდებით თითქოსდა უდანაშაულო ფაქტებს,თუ როგორ ყრიან ბავშვები  ქუჩებსა და ეზოებში სხვადასხვა უსარგებლო ნარჩენებს. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მოსწავლეებს.ხშირად უფროსებიც არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხს. სიგარეტის ნამწვავები,ცარიელი პლასმასის თუ მინის ბოთლები, კანფეტების ფუთები,პიკნიკის ნარჩენები  სკვერებში ,მდინარისა და ზღვის სანაპიროებზე, შემაშფოთებელ სურათს ქმნიან. ამას ემატება სხვა გარემოს  დაცვითი პრობლემები,ავტომობილებისა და ქარხნების გამონაბოლქვები, წყლებში ჩაღვრილი მომწამლავი ნივთიერებები,გაჩეხილი ფერდობები,დამწვარი ტყეები, გადაშენების პირას მდგომი ცხოველები და სხვა. გარემოს დაბინძურებამ და გაუფრთხილებლობამ  შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწას და  ადამიანებს. მოსწავლეებმა შეისწავლეს გაკვეთილი ,,სუფთა და დაბინძურებული გარემო’’; ისინი აღშფოთებით მსჯელობდენ, გულისტკივილით იხსენებდენ გარემოს დაბინძურების ფაქტებსა და გამომწვევ მიზეზებს. მათ გაუჩნდათ სურვილი განეხორციელებინათ პროექტი ,რათა  უფრო მეტი გაეგოთ  და თავიანთი წვლილი შეეტათ  გარემოს დასუფთავების საკითხში.  მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს სწორედ დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ ბუნების სიყვარული , რადგან მასზე მუდმივი  ზრუნვის სურვილი მათ ჩვეულებად   ექცეთ, გაითავისონ ეს პრობლემა და ებრძოლონ მას.  შეძლონ , ყველგან და ყოველთვის დაიცვან გარემოს დაცვითი წესები.
პროექტის მიზანი:( ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან: ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;)
მოსწავლეები მოიძიებენ და შეიწავლიან ბუნების დაცვის თემაზე შექმნილ ლექსებს, საკუთარი ცხოვრებისეული ფაქტების  გახსენებით დამოუკიდებლად, აზრის ნათლად ჩამოყალიბებით შექმნიან მცირე ზომის  ტექსტებს, გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით დახატავენ და გამოფენენ ნამუშევრებს, შეიმუშავებენ ათამდე  გარემოსდაცვით   ქცევის წესსა და 3-4 მომწოდებელი შინაარსის ტრაფარეტს , საკლასო ოთახის გალამაზებისათვის დარგავენ ქოთნის ყვავილებს, ნარჩენებისაგან დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას . ვიდეოჩანაწერის მოსმენით შეისწავლიან და მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეასრულებენ სიმღერას ,,ტყე შეუნახე შვილებსა“. ყოველ ჯერზე შეძლებენ დაიცვან გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები.

რესურსები:    ლექსები ბუნებაზე,  საწერი კალმები  ,  თაბახის ფურცლები,  ფერადი ფანქრები,  მარკერები, პოლიეთილენის პარკები ერთჯერადი ხელთათმანები, წყალი,მიწა,ქოთნები,
ყვავილების ნერგები, პატარა ნიჩაბი .
საგანთა შორის კავშირი და  მისაღწევი შედეგები:
ქართული ენა :
     ქარ. III. 11 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა.
·         წერს მარტივ ინსტრუქციებს;

  ქარ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
·         აღწერს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან;
                          

ხელოვნება:
ს.გ.III.3. მოსწავლეს აკვირდება გარემოში საგნებს,ობიექტებს,მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევარში.
·         ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას.
ს.გ.III.6. მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო;
·         ზრუნავს საკლასო ოთახის, ეზოს დალაგება-გალამაზებისათვის.
 ბუნებისმეტყველება
ბუნ.III.11 მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
·         განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
·         თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
მუსიკა
მუს.III.2. მოსწავლე შეუძლია სიმღერ მარტო და სხვებთან ერთად.
·         თანაკლასელებთან ერთად ასრულებს პოპულარულ მელოდიებს,


 პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები.
  პროექტს შესაძლებელია დასჭირდეს უფრო მეტი დრო , ვიდრე არის გათვალისწინებული. მოსწავლეები პარალელურად   არიან ჩართული სხვადასხვა წრეების  ღონისძიებებში , რის გამოც შეიძლება პროექტის დასრულება გაჭიანურდეს. შესაძლებელია რომ უამინდობამ ან ძლიერმა სიცხემ ხელი შეუშალოს პროექტით გათვალისწინებულ გარემოს დასუფთავების აქტივობას. შესაბამისად გავეცნობი პროგნოზს და შევარჩევთ შესაფერის დროს. აღნიშნული აქტივობისათვის შესაძლებელია რომ ყველა მოსწავლე არ იყოს მომზადებული საჭირო ხელთათმანებით.ამ შემთხვევაში  მათ   დავავალებ გარემოსდაცვითი აბრების გამოფენას  და ურთიერთშეფასების მიზნით მოსწავლეთა ქცევის წესებზე  დაკვირვების აღრიცხვას.
პროექტის მსვლელობა და აქტივობები .
1.      I კვირის აქტივობები :
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა მათი სურვილისამებრ  და  ასევე მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებების  განაწილება (ვადა  ერთი კვირა)
აქტივობა  -დისკუსია.(15 წთ)  ვაწყობ დისკუსიას თემაზე ,,მე მინდა გავიზარდო სუფთა გარემოში.“მოსწავლეები მსჯელობენ,კამათობენ,აზრებს გამოთქვამენ.ყველას სურს გულისტკივილი გამოთქვას აღნიშნულ თემაზე.(სსსმ მოსწავლე შეძლებს გამოთქვას საკუთარი აზრი,გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და გაიხსენოს ფაქტები საკუთარი ცხოვრებიდან).
აქტივობა - მარტივი ტექსტების შედგენა.(15 წთ) გამართული დისკუსიის საფუძველზე და შთაგონებით დამოუკიდებლად ქმნიან მარტივ  ტექსტებს,სადაც გაიხსენებენ და აღწერენ გარემოს დაბინძურების ფაქტებს საკუთარი ცხოვრებიდან. შექმნილი ტექსტების ანალიზის მიხედვით ვიგებ მოსწავლეთა ინტერესებს, ვანაწილებ მათ ჯგუფებად და ვაწვდი დავალებებს:
აქტივობა -დავალებების განაწილება-(5 წთ)
1 ჯგუფის დავალება- ;ბუნების დაცვის თემაზე ლექსების მოძიება და დასწავლა.(ვადა 5 დღე)
2 ჯგუფის დავალება- სკოლიდან სახლამდე გზაზე  დაბინძურებულ ადგილებზე დაკვირვება და ჩანიშვნა  ; ვადა 2დღე).   გარემოსდაცვითი  მოწოდების  აბრების დამზადება. (სსსმ მოსწავლე შეძლებს მონაწილეობა მიიღოს აბრების დამზადებაში) (ვადა 3 დღე)
3 ჯგუფის დავალება- საკლასო გარემოს ყვავილებით გალამაზებისათვის საჭირო მასალების მოძიება.(ვადა 3 დღე)
2.       II კვირის აქტივობები:
მოძიებული მასალების დახარისხება და დამუშავება.
1 ჯგუფი -მოძიებული ლექსების კლასში ზეპირად  წაკითხვა , გაფორმებით ჩაწერა და გამოფენა.(ვადა 3 დღე)

მოსწავლეები კლასს  ზეპირად წაუკითხავენ გარემოს დაცვის თემაზე მოძიებულ  ლექსებს .დაწერენ მათ დიდი ფორმატის ფურცლებზე და  კლასში თვალსაჩინოდ გამოფენენ.
2 ჯგუფი- გარემოს დასუფთავებისადმი აქტივობის განხორციელებისათვის უსაფრთხო ქცევის წესების შემუშავება და ჩაწერა.(სსსმ მოსწავლე შეძლებს დაასახელოს ერთი ან ორი ქცევის წესი).(ვადა 3 დღე)
        3 ჯგუფი-საკლასო ოთახისათვის ქოთნის ყვავილების ჩარგვა; მოსწავლეები საკლასო ოთახისათვის  ქოთნებში დარგავენ ყვავილებს.(ვადა 2 დღე)
3.     III  კვირის აქტივობები :
ბუნების მშვენიერების თემაზე ნახატების შექმნა და გამოფენა;(ვადა 1 დღე)
მოიმენენ და დაისწავლიან სიმღერას ,,ტყე შეუნახე შვილებსა“;(ვადა 1 დღე)
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ვადა 1 დღე)
მე-3 ეტაპში ყველა ჯგუფი ერთიანდება.მოსწავლეები ქმნიან ნახატებს ბუნების მშვენიერებისა და დაცვის თემებზე. აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას. მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მოიმენენ და დაისწავლიან სიმღერას ,,ტყე შეუნახე შვილებსა“;
ასევე მე-3 კვირას დადგინდება თარიღი და  კლასის ყველა მოსწავლე ,მათ შორის სსსმ მოსწავლეც ,ერთჯერადი სამუშაო ხელთათმანებისა და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენებისაგან. მოგროვილ ნაგავს მოსწავლეები განათავსებენ ურნაში. რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით  საპნით დაიბანენ ხელებს.ამ აქტივობაში ჩაერთვებიან კლასის დამრიგებელი და სპეციალური მასწავლებელი.გადავიღებთ აქტივობის ამსახველ ფოტო მასალებს.



მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი:
მოსწავლეები ყოველ ჯერზე შეძლებენ დაიცვან გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები. გაათვითცნობიერებენ საკუთარ როლს სუფთა გარემოს შენარჩუნებისათვის ,გამოიმუშავებენ გარემოსდაცვით კულტურულ ქცევებს.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგი:
           მოსწავლეებმა  საკუთარი ცხოვრებისეული ფაქტების  გახსენებით დამოუკიდებლად, აზრის ნათლად ჩამოყალიბებით შექმნეს მცირე ზომის  ტექსტები, გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით დახატეს და გამოფინეს ნამუშევრები, შეიმუშავეს ათამდე  გარემოსდაცვითი   ქცევის წესი და 3-4 მომწოდებელი შინაარსის ტრაფარეტი , საკლასო ოთახის გალამაზებისათვის დარგეს ქოთნის ყვავილები, ნარჩენებისაგან დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია .შეისწავლეს ბუნების დაცვის თემაზე შექმნილი სიმღერა და ლექსები.

    სსსმ მოსწავლის ჩართულობა:  შეძლებს ჩაერთოს თავისი ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან  გამომდინარე პროექტის სხვადასხვა აქტივობებში, შეძლებს დაასახელოს ერთი ან ორი გარემოსდაცვითი ქცევის წესი,ჯგუფის წევრებს გააფერადებინოს  ტრაფარეტები; მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის  ნარჩენებისაგან დასუფთავებაში.
პროექტის შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები
     სუსტად
        საშუალოდ
         კ ა რ გ ა დ       
        ძალიან კარგად
მცირე ზომის ტექსტების ,,მე მინდა გავიზარდო სუფთა გარემოში“
შედგენა
მოსწავლე საერთოდ ვერ ასრულებს დავალებას.ფურცელი ცარიელია ან დაწერილია ერთი-ორი გაუმართავი წინადადება
მოსწავლე ასრულებს დავალებას ,მაგრამ წინადადებები
ნაწილობრივ გამართულია.აზრი ნაკლებად თანმიმდევრულია.
მოსწავლე ასრულებს დავალებას.წინადადებები
უმეტესად გამართულია.აზრი საკმაოდ თანმიმდევრულია.
მოსწავლე ასრულებს დავალებას.წინადადე-ბები სრულიად
 გამართულია.აზრი კარგად გასაგები და  თანმიმდევრულია.

ნახატის შექმნა ბუნების დაცვისა და სუფთა გარემოს თემაზე
მოსწავლე საერთოდ ვერ ასრულებს დავალებას.ფურცელი ცარიელია ან ნახატი ბუნდოვანია და არ შეესაბამება თემას
მოსწავლე ქმნის ნახატს ,მაგრამ მის მიერ გადმოცემული შთაბეჭდილება სუსტადაა წარმოდგენილი ,ან ნაკლებად ჩანს თემატიკა
მოსწავლე ქმნის ნახატს ,მაგრამ მის მიერ გადმოცემული შთაბეჭდილება  საკმაოდ გასაგებადაა წარმოდგენილი და თემატიკა საკმაოდ  შესაბამისია
მოსწავლე ქმნის ნახატს ,მის მიერ გადმოცემული შთაბეჭდილება  სრულიად გასაგებადაა წარმოდგენილი და თემატიკა სრულიად შესაბამისია
გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავება
მოსწავლე საერთოდ ვერ ასახელებს ქცევის წესს
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით სწორად ასახელებს ქცევის ერთ წესს.
მოსწავლე ჯგუფის წევრების დახმარებით ნათლად აყალიბებს და ასახელებს ქცევის მინიმუმ ორ წესს
მოსწავლე დამოუკიდებლად ნათლად აყალიბებს და ასახელებს ქცევის მინიმუმ სამ წესს.
საკლასო ოთახისა და გარემოს გალამაზება-დასუფთავებაში მონაწილეობა
მოსწავლე არ მონაწილეობს
აქტივობაში
მოსწავლე პასიურად მონაწილეობს
აქტივობაში
მოსწავლე მასწავლებლის მითითებით აქტიურად მონაწილეობს
აქტივობაში
მოსწავლე საკუთარი ინიციატივების გამოვლენით აქტიურად მონაწილეობს
აქტივობაში





2 comments:

  1. ძალიან საინტერესო პროექტია. მოსწავლეები დაწყებითი კლასიდანვე უნდა მიეჩვიონ გარემოზე ზრუნვას.

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია ბავშვებისათვის. მომავალ სასწავლო წელს სუვილი მაქვს ერთად დავგეგმოთ მსგავსი პროექტი და უმჯობესია ჩავრთოთ დაწყებითი კლასის მეტი მოსწავლეეები.

    ReplyDelete