პროექტი ,,ენა ბურჯია ერისა"
პროექტის ავტორი: დალი თებიძე
კლასი: მე-3 ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:18 (1-სსსმ მოსწავლე)
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი .ამ ეტაპზე მოსწავლეებს ნაწილობრივ აქვთ ცოდნა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ.იციან რომ მან შექმნა სახელმძღვანელო ,, დედაენა „.მათ უჩნდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ ამ საბავშვო მწერლის შესახებ. იციან აგრეთვე, რომ14 აპრილი დედაენის დღეა.მაგრამ აინტერესებთ, რატომ გახდა საჭირო დედაენის დღის აღნიშვნა.
ხშირად ვუსწორებთ მეტყველებას და ვთხოვთ ილაპარაკონ სწორად. მაგრამ არ იციან,თუ რატომ ითვლება ეს ყოველივე შეცდომად . მაგრამ მათ შესწევთ უნარი, გაიგონ თუ რა არის ბარბარიზმი, პატივი სცენ მშობლიურ ენას,გამოასწორონ მეტყველება და განივითარონ კვლევა -ძიების უნარები.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის აქტუალობა : სამწუხაროდ ყოველდღიურ მეტყველებაში,გაკვეთილზე წერისა თუ საუბრის დროს, გაუთვითცნობიერებლად მოსწავლეები ხშირად გამოიყენებენ სხვა ენებიდან ( რუსული და ინგლისური ენიდან) შემოსულ ბარბარიზმებს. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მოსწავლეებს.მათ ყოველდღიურად უფროსებისგან ,მშობლებისგან, ტელევიზიიდანაც კი ესმით არაქართული წარმომავლობის სიტყვები,რომლებიც მათ სამწუხაროდ მართებულ ფორმებად მიაჩნიათ. თითქოს დავიწყებას მიეცა ბარბარიზმების შესატყვისი ქართული სიტყვები.იმაზე კი ნაკლები თუ ფიქრობენ,რომ ბარბარიზმებით მეტყველება სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ანაგვიანებს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს ქართულ ენას. ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა. ამის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა კი არის ის, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ გამართული ქართულით საუბარს , რათა სამომავლოდ თვითონაც შეძლონ აღნიშნული პრობლემის გათავისება და მასთან ბრძოლა.
პროექტის მიზანი: მშობლიური ენისადმი პატივისცემის გრძნობის განვითარება,ლექსიკური მარაგის გამდიდრება,ჯგუფური თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება,პრეზენტაციის ,კვლევა-ძიების ,მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება. ბარბარიზმების მნიშვნელობის გაგება და მართებული ფორმებით მეტყველების უნარის განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები პატივისცემით განიმსჭვალებიან მშობლიური ენის მიმართ, მიეჩვევიან გამართული ქართულით საუბარს, გაეცნობიან ი.გოგებაშვილის ბიოგრაფიას, შეისწავლიან ლექსებს, ანდაზებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას,გაეცნობიან ბარბარიზმებს და მათ შესატყვის ქართულ სიტყვებს, გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარებს, განივითარებენ კვლევა-ძიების, პრეზენტაციის უნარებს, მიეჩვევიან სლაიდშოუების შექმნას.
რესურსები: მასწავლებლისა და მოსწავლის კომპიუტერები, პროექტორი,ლექსები დედაენაზე, გამონათქვამები ქართულ ენაზე , ანდაზები, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ქართული ანბანი. .
საგანთა შორის კავშირი და მისაღწევი შედეგები:
ქართული ენა : ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
ხელოვნება:
ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ისტი:
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
მუსიკა:
მუსიკა.III.2.მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად შეთანხმებულად.
მუსიკა.III.10 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები.
პროექტს შესაძლებელია დასჭირდეს უფრო მეტი დრო , ვიდრე არის გათვალისწინებული. მოსწავლეები პარალელურად არიან ჩართული სხვადასხვა წრეების ღონისძიებებში , რის გამოც შეიძლება პროექტის პრეზენტაცია გადაიდოს რამდენიმე დღით. პროექტის პრეზენტაციისათვის აუცილებელია ელექტროენერგია, რის გარეშეც მას ნაკლები ეფექტი ექნება . ელექტრო ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში ვერ შევძლებთ მუსიკის გამოყენებას და სლაიდშოუების პრეზენტაციას პროექტორის საშუალებით. ამისათვის შესაძლებელია წინასწარ გავეცნოთ დენის მიწოდების გრაფიკს და იმის მიხედვით დავგეგმოთ პრეზენტაციის დღე.
პროექტის მსვლელობა და აქტივობები .
1. ,,ვმვ“ ცხრილის შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა მათი სურვილისამებრ და ასევე მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებების განაწილება (1-ლი კვირა)-მოსწავლეები პირველ ეტაპზე მასწავლებლის დახმარებით შეადგენენ ვმვ ცხრილს,სადაც ჩამოწერენ თუ რა იციან ქართული ენის შესახებ,აგრეთვე თავიანთ სურვილებსა და წამოჭრილ შეკითხვებს. ანალიზს გაუკეთებენ თავიანთ ცოდნას და უფრო მოტივირებულები იქნებიან პროექტის მსვლელობაში.
1 ჯგუფი- იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ მასალების მოძიება;
2 ჯგუფი-დედაენაზე ლექსების,გამონათქვამების მოძიება ;
3 ჯგუფი- ანდაზების,ბარბარიზმების მოძიება
2. მოძიებული მასალების დახარისხება და დამუშავება, დედაენაზე სიმღერების მოძიება და დასწავლა მუსიკის მასწავლებლის დახმარებით.(მე-2 კვირა)-მეორე ეტაპზე მოსწავლეები მობილიზებას გაუკეთებენ მოძიებულ მასალებს ,რის საფუძველზეც დაამზადებებნ კედლის გაზეთს,,ენა ბურჯია ერისა’’.შეისწავლიან სიმღერებს დედაენაზე,განივითარებენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისტის ტექნოლოგიების მიმართულებით.კერძოდ მასწავლებლის დახმარებით შეძლებენ სლაიდ შოუების პრეზენტაციების მოწყობას.
1 ჯგუფი -კედლის გაზეთის ,,ენა ბურჯია ერისა“ დამზადება;
2 ჯგუფი- სლაიდის დამზადება,,გოგებაშვილი და დედაენა“;
3 ჯგუფი- სლაიდის დამზადება ,,ვილაპარაკოთ ქართულად“;
3. პროექტის პრეზენტაციისათვის(ღონისძიებისათვის) მზადება(მე-3 კვირა) მე-3 ეტაპზე მოსწავლეებისათვის უფრო სახალისო დავალებები იქმნება,ვინაიდან მოსწავლეები ამ ეტაპზე ხალისით შექმნიან ნახატებს,ბუკლეტებს ბარბარიზმებთან დაკავშირებით,გააფორმებენ ანბანის ყველა თავასოზე ანდაზას და მოაწყობენ მათ გამოფენას.თითოეული მოსწავლე შეძლებს თანაბარი აქტიურობით ჩაერთოს ამ აქტივობაში და გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი უნარები .
ამ ეტაპზევე ხდება ხდება ვმვ ცხრილის შევსება,სადაც მოსწავლეები შეაჯამებენ და თავს მოუყრიან მიღებულ ცოდნას .
· ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით ბარბარიზმებზე ნახატების დამზადება და გამოფენა.
· ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით ბარბარიზმების საწინააღმდეგო ბუკლეტებისა და ნახატების დამზადება და გაფორმება.
· აგრეთვე ანბანის ყველა ასოზე ანდაზების მოხატვა -გაფორმება და გამოფენა
· მუსიკის მასწავლებლის დახმარებით დედაენაზე სიმღერების დასწავლა .
· ,,ვმვ“ ცხრილის საბოლოოდ შევსება.
4. ბოლო ეტაპი -ღონისძიება-ზეიმის მოწყობა. ზეიმის დღის დაგეგმვა.
ზეიმზე დავპატიჟებთ მშობლებს,პედაგოგებს, სხვა კლასის მოსწავლეებს.ზეიმის მოწყობა იქნება როგორც მოსწავლეთა შრომის პრეზენტაცია, ასევე ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის პროპაგანდა.
ზეიმზე მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსებს დედაენაზე ,ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ,შეასრულებენ სიმრერებს ,წარმოადგენენ სლაიდშოუებს ,,იაკობ გოგებაშვილი“ და ,,ვილაპარაკოთ ქართულად. წარმოთქვამენ ანდაზებს ანბანის ყველა თავასოზე. გაასუფთავებენ ,,ბარბარიზმების კედელს“(მოსწავლეებს წინასწარ აქვთ კლასში გამოკრული ნახატები ბარბარიზმების წარწერით,თითოეული გამოდის ,ხსნის ბარბარიზმის შემცველ წარწერას,ნახატზე კი გამოჩნდება და დარჩება სწორი ფორმა.ხოლო ბარბარიზმებს სიმბოლურად ყრიან ურნაში წარწერით ,,არა ბარბარიზმებს“.)
ზეიმის დასასრულს მოსწავლეები მაყურებლებში გაავრცელებენ ბუკლეტებს ,,გავუფრთხილდეთ ქართულ ენას“, სადაც წარმოდგენილი იქნება ბარბარიზმები და მათი შესაბამისი სწორი ფორმები.
მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულები , ამაყები და კმაყოფილები რომ მათ პატარა წვლილი შეიტანეს ენის სიწმინდის დაცვის საქმეში.
სსმ მოსწავლის ჩართულობა: შეძლებს ჩაერთოს პროექტის ჯგუფურ მუშაობაში, შეძლებს ზეპირად დაისწავლოს ლექსი და ანდაზა , თქვას ისინი ზეპირად პროექტის პრეზენტაციაზე, შეძლებს დახმარებით დაამზადოს და გააფორმოს ბუკლეტი ბარბარიზმებზე, შეძლებს შეასრულოს სიმღერები გუნდთან ერთად.
No comments:
Post a Comment