ჩემი პირადი ბლოგი

Sunday, June 10, 2018

ტესტი, მათემატიკა-მე-3 კლასი


                   შემაჯამებელი სამუშაო მათემატიკაში №2  (IIIბ კლასი)

(გვარი, სახელი  )-----------------------------------------------------------------------

1.შეასრულე შეკრება.  (5  ქულა)

+345                    +465                   +568                     +689              +737

  337                      226                     128                       117                257           



2.შეასრულე გამოკლება.( 5ქულა)

_770                     _829                   _679                     _973                _542

  225                       815                     558                       374                  336





3.შეარჩიე სწორი პასუხი. (6  ქულა)



1.    3 ასეული, 5 ათეული და 6 ერთეული   არის            563              653            356

2.   7 ასეული , 3 ათეული და 9 ერთეული  არის             739              973            793

3.      846  არის                           800+60+4                        800+40+6             8000+40+6

4.      369  არის                            300+6+90                        300+60+90           300+60+9

5.      675         უახლოესი ასეულია                600                700             500      

 6.      635      უახლოესი ასეულია                   600                700              500   





4. იპოვე უცნობი რიცხვები.( 4ქულა)

  



        + 5 6 *                               _ 8  * 4

                *  7                                   77 

            5 9 4                              5  1 *   


Thursday, June 7, 2018

გაკვეთილის გეგმა Iკლასი- გეომეტრიული ფიგურები


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:     დალი თებიძე
საგანი:  
კლასი: I
თემა:  ვასახელებთ და გამოვსახავთ გეომეტრიულ ფიგურებს.
დრო:  35  წუთი
მოსწავლეთ პროფილი: 19
სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე ყოფითი დანიშნულების საგნებში და ილუსტრაციებში უშეცდომოდ ამოიცნობს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს , ცხრილების შევსებით აღწერს მათი გვერდების რაოდენობებს    და  ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად სწორად უთავსებს ერთმანეთს ბრტყელი ფიგურების მოდელებს .
         
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
            მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
  • ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს;
  • აღწერს მითითებულ გეომეტრიული ფიგურას (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).
მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა .
·         რომელიმე ხერხით (მაგ.აპლიკაციით  ან ნახატის საშუალებით )  ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამსახულებას.
  •     უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლებს შეუძლიათ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და დასახელება.
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი
 შეფასებისათვის გამოვიყენებ შეფასების რუბრიკებს; ჩანიშვნებს,მეთოდს ,,ცერი მაღლა /დაბლა“
სასწავლო მასალა და რესურსები: დაფა ,ცარცი,მოსწავლის სახელმძღვანელო,მოსწავლის რვეული ,კალმები,ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ილუსტრაციები, ფერადი ფურცლები.
(ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსები და სხვა):
აქტივობა N1- სავარჯიშო ,,დააკავშირე ხაზებით“. ინდივიდუალური.  7 წთ.  
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება.
მოსწავლეები თაბახის ფურცლებზე მოცემულ სავარჯიშოზე კალმის საშუალებით, ხაზებით ,ფიგურის სახელწოდებას უშეცდომოდ დააკავშირებენ შესაბამისი გეომეტრიული ფიგურის ნომერთან.
     აქტივობის აღწერა:
 მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებზე მოცემულ სავარჯიშოს,ისინი კალმის საშუალებით, ხაზებით ,ფიგურის სახელწოდებას  დააკავშირებენ შესაბამისი გეომეტრიული ფიგურის ნომერთან.
   მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით განვიხილავ შესრულებულ დავალებას (მაგალითად ,ცერის ჩვენებით).
დააკავშირე ხაზებით:

სამკუთხედი               ოთხკუთხედი              ხუთკუთხედი              ექვსკუთხედი                  წრე

 









აქტივობა N2 (,,ამოიცანი გეომეტრიული ფიგურები’’; ხანგრძლივობა 7 წთ, ინდივიდუალური ):
 აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა დაინტერესება შესასწავლი საკითხით.
სლაიდშოუზე მოსწავლეები შეძლებენ დააკვირდნენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გვერდების რაოდენობას და   ყოფითი დანიშნულების საგნების ილუსტრაციებში სწორად  გამოიცნონ  გეომეტრიული ფიგურები.
აქტივობის აღწერა:
 პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს  აღვუწერ გეომეტრიული ფიგურების გვერდების რაოდენობებს.შედეგად მოსწავლეები გაიგებენ ცნებას  ,,მრავალკუთხედი’’და გამოარჩევენ მათ სხვა გეომეტრიული ფიგურებისაგან. შემდეგ ვუჩვენებ ყოფითი დანიშნულების საგნების ილუსტრაციებს . მოსწავლეები ამოიცნობენ მათში გეომეტრიულ ფიგურებს.( სლაიდშოუ“)

აქტივობა N3 . ,,აღწერე გეომეტრიული ფიგურა“;  ხანგრძლივობა  5 წთ. ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები თაბახის ფურცელზე მოცემულ ცხრილებს  კალმების გამოყენებით უშეცდომოდ შეავსებენ,მიუთითებენ  რა გეომეტრიული ფიგურების კუთხეების რაოდენობებს, ანუ შეძლებენ გეომეტრიული ფიგურების უშეცდომოდ აღწერას.
გეომეტრიული ფიგურა
გვერდების რაოდენობა
















                       


 

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცელზე მოცემულ ცხრილს,მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ მას .სავარჯიშო მოითხოვს,მოსწავლეებმა ჩამოთვლილ გეომეტრიულ ფიგურებს  მიუწერონ მათი წვეროების აღმნიშვნელი რაოდენობები.


აქტივობის შეფასების რუბრიკა
სუსტად (0 ქულა)
საშუალოდ(1 ქულა)
კარგად(2 ქულა)
ძალიან კარგად(3 ქულა)
მოსწავლე საერთოდ ვერ ავსებს ცხრილს ან ავსებს მხოლოდ ერთ ან ორ გრაფას.შევსებისას კი უმთავრესად დაშვებული აქვს შეცდომები.
მოსწავლე ავსებს ცხრილს რამდენიმე მონაცემის შეტანით.შევსებისას დაშვებული აქვს სამი ან ოთხი  შეცდომა.
მოსწავლე ავსებს ცხრილის ნახევარზე მეტს,შევსებისას უშვებს ერთ ან ორ შეცდომას.
მოსწავლე მთლიანად ,უშეცდომოდ, ავსებს ცხრილს.

აქტივობა N4 . ,,ნახატის შექმნა“;  ხანგრძლივობა  10 წთ. ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები წებოსა და მაკრატლის გამოყენებით დიდი ფორმატის ფურცელზე შეძლებენ ნიმუშის მიხედვით სწორად შეუთავსონ ერთმანეთს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ნიმუშზე მოცემული ნახატის მისაღებად.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს  ვყოფ ჯგუფებად, ფურიგებ ფერად ფურცლებზე გამოსაჭრელ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ნახაზებს ,ვაწვდი საჭირო რესურსებს,ვაჩვენებ აპლიიკაციის მოდელს, რის მიხედვითაც უნდა ჯგუფში დაამზადონ მსგავსი აპლიკაცია.გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით.

 ჯგუფური მუშაობის შეფასება. ხანგრძლივობა 5 წთ. ინტერაქციული.
ჯგუფური
მუშაობა
სუსტად (0 ქულა)
საშუალოდ(1 ქულა)
კარგად(2 ქულა)
ძალიან კარგად(3 ქულა)
ჩართულობა
მოსწავლე საერთოდ ვერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
მოსწავლე ნაკლებად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
მოსწავლე უმეტესად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
მოსწავლე მაქსიმალურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
თანამშრომლობა
მოსწავლე უმეტესად ხელს უშლის სხვებს მუშაობაში.საერთოდ არ ითვალისწინებს სხვის აზრს.
მოსწავლე ნაკლებად უშლის სხვებს ხელს მუშაობაში.ნაკლებად
ითვალისწინებს
მასწავლებლის ან ჯგუფის წევრების აზრებს.
მოსწავლე უმეტესად არ უშლის სხვებს ხელს მუშაობაში.ხშირად
ითვალისწინებს
მასწავლებლის ან ჯგუფის წევრების აზრებს.
მოსწავლე არასოდეს უშლის სხვებს ხელს მუშაობაში.
ყოველთვის
ითვალისწინებს
მასწავლებლის ან ჯგუფის წევრების აზრებს.
დრო
მოსწავლემიუხედავად შეხსენებისა საერთოდ არ ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი.
მოსწავლე ნაკლებად  ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი.უმეტესად ითვალისწინებს დროის ლიმიტის შეხსენებას.
მოსწავლე დროის შეხსენებით
თითქმის დროულად ასრულებს დავალებას.
მოსწავლე დროის შეხსენების გარეშე დროზე ადრე ან დროულად ასრულებს დავალებას.