ჩემი პირადი ბლოგი

Saturday, September 30, 2017

საწრეო მუშაობის პროგრამა

გამომხატველობითი კითხვის წრე
საგანი :ქართული ენა
                                                                     საფეხური: დაწყებითი კლასები: III-IV კლასის მოსწავლეები
წრის ხელმძღვანელი: დალი თებიძე
მიზანი:
მოსწავლეეები სემესტრის განმავლობაში  განივითარებენ  შემოქმედებით  უნარ-ჩვევებს , გამოიმუშავებენ გამომხატველობითი კითხვის უნარებს . სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობით დაძლევენ საზოგადოების წინაშე გამოსვლის კომპლექსს და განივითარებენ პრეზენტაციის უნარებს, ტექსტებისა და ლექსების გამომხატველობითი კითხვის მიზნით ვარჯიშის შედეგად  განიმტკიცებენ კითხვის უნარებს. თანამშრომლობის, სხვადასხვა მასალების მოძიების შედეგად განივითარებენ კვლევა -ძიებისა  და  წიგნიერების უნარებს .
აქტუალურობა: დღესდღეობით მოსწავლეები სამწუხაროდ ნაკლებად ინტერესდებიან წიგნთან მუშაობით,მათ უფრო საათობით იტაცებთ არაფრისმომცემი კომპიუტერული თამაშები.წრეობრივ მუშაობაში ჩართვა კი უბიძგებს მოსწავლეებს წიგნიერებისაკენ,რადგან  იგი  ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართვას ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა ღონისძიებებსა და ზეიმებში. გამომხატველობითი კითხვის წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას, რაც ნაკლებად არის შესაძლებელი  საგაკვეთილო პროცესის პროგრამის ფარგლებში. წაახალისებს და აამაღლებს მოტივაციის დონეს იმ მოსწავლეებში, რომლებსაც მეტნაკლებად აქვთ მხატვრული კითხვის ნიჭი,  მაგრამ არ აქვთ საკუთარი ძალების რწმენა და  არ ეძლევათ თვითგამოხატვის საშუალება.
თემატიკა: სხვადასხვა ქართველი ავტორების (პატრიოტულ თემებზე) ლექსების შესწავლა; ანა კალანდაძის  შემოქმედებისა და  ლექსების შესწავლა;ასევე მურან ჯინორიას,გურამ  საღარაძის,ზინაიდა კვერენჩხილაძის მიერ შესრულებული მხატვრული კითხვის ნიმუშების  ამსახველი ვიდეოების გაცნობა.

პროფილი: ქართული ენა და ლიტერატურა

 შესაბამისობა ესგ გათვალისწინებულ შედეგებთან :
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
·         ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
·          მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
·         მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქარ. IV. 9.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.
·         როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს .

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები  წრეში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განამტკიცებენ გამომსახველობითი  კითხვის უნარებს, განივითარებენ კითხვის,პრეზენტაციის,ჯგუფური მუსაობის,თანამშრომლობის,შემოქმედებით უნარებს, დაძლევენ საზოგადოების წინაშე წარდგომის კომპლექსებს. ყოველივე ეს უნარები მათ გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა თანამედროვე პროფესიების დაუფლებაში.
წრის მუშაობაში ჩართული პირები: სკოლის ბიბლიოთეკარი; მოსწავლეთა მშობლები.სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორი მასწავლებლები.
მოსწავლეთა ასაკი: 10-11 წელი.
დრო:  წრის მუშაობა განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრის განმავლობაში ,ოთხშაბათობით, 13სთ 30 წთ.
რესურსები: ლექსები, მცირე ზომის მხატვრული ტექსტები,გამოცანები,ენის გასატეხები,ზღაპრები,პროექტორი, დიდი ფორმატის ფურცელი, ვიდეორესურსები ინტერნეტიდან,თაბახის ფურცლები,კალმები,ცარცი,დაფა,კომპიუტერი, ხმის ჩამწერი, მოსწავლის ბუკი,მოსწავლის რვეული.

განცხადებები

30.09.2017

განცხადება
სსიპ დაბა ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრაზე იქმნება გამომსახველობითი კითხვის წრე  მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებისათვის.
წრის მუშაობა განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრის მანძილზე,ოთხშაბათობით,გაკვეთილების შემდეგ,13 სთ 30 წთ-ზე.
წრის ხელმძღვანელი: დალი თებიძე

მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ 2017 წლის 6 ოქტომბრამდე.
მისამართი : ქედის საჯარო სკოლა
  30.09.2017.

გამომხატველობითი კითხვის წრის სამუშაო გეგმა


განსახილველი თემები


 დრო
საათი
რესურსები
შენიშვნა
1
წრის ჩამოყალიბება,
წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა სიების  დადგება.წრის მუშაობის გეგმის გაცნობა,წრის სახელწოდების შერჩევა.ჯგუფებად დაყოფა დავალებების განაწილება
11.10
13:30
საკლასო ოთახი,ფურცელი, კალამი,სია,ჟურნალი

2
მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით მასალების  მოძიება საოჯახო და ადგილობრივ ბიბლიოთეკებში, მასალების დახარისხება.
18.10
13:30
ბიბლიოთეკა,წიგნები,რვეული,კალამი

2
ვარჯიში შერჩეული ტექსტების კითხვაში.პაუზების,ინტონაციების
სხვადასხვა მოდალობის წინადადებებზე ვარჯიში.
25.10
13:30
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,

პაუზების,ინტონაციების დაცვა.სხვადასხვა მოდალობის წინადადებების გამოთქმაზე .
სისტემატიურად
სემესტრის განმავლობაში
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
3
წრის მოსწავლეთა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა წრეში მიღებული გამოცდილების გამოსაყენებლად;
ვიდეო რესურსების მოსმენა,დაკვირვება და ანალიზი
8.11
13:30

სხვა პედაგოგებთან შეთანხმება, 
ვიდეო რესურსები ,კომპიუტერი,დისკები.

4
წრის ღონისძიების დაგეგმვა და მისი განხორციელებისათვის მზადება სცენარის მიხედვით
15.11
13:30
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,

5
სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა და წრეში მიღებული გამოცდილების გამოყენება
29.11
13:30
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,

6
საპრეზენტაციო ღონისძიებისათვის  კედლის გაზეთის  დამზადება და გამოფენა

6.12
13:30
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,ფერადი ფურცლები და ფანქრები.

7
მოსწავლეთა შესრულებული პრეზენტაციის დისკზე ჩაწერა
13.12
13:30
ხმისჩამწერი,კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი

8
გამომეტყველებითი კითხვის წრის მოსწავლეების მიერ წრის მუშაობის საპრეზენტაციო ზეიმის მოწყობა.20.12
13:30
კომპიუტერი,პროექტორი,საკლასო ოთახი,ხმის გამაძლიერებელი

10
წრეში მიღებული გამოცდილებებისა და შთაბეჭდილებების ურთიერთ გაზიარება.რეფლექსია მოსწავლეთა მიერ წრეში მუშაობის შედეგად მიღებული უნარების შესახებ  კითხვარების შევსება.
მშობლებთან შეხვედრა.
27.12
13:30
რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,







წრის ხელმძღვანელი :დალი თებიძე